20 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
რომან გოცირიძე მოუწოდებს პოლიტიკურ სპექტრს ევროკავშირსა და აშშ-ს თამაზ ურთმელიძეზე საგანგებო მიმართვა გაუგზავნონ

"ეს არის დაქირავებული ხელისუფლების მიერ მართული მოსამართლე,"-ასე ახასიათებს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს და აცხადებს, რომ მას უნდა აეკრძალოს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების უფლება.

„სასწრაფოდ უნდა იქნას გადაგზავნილი ურთმელიძის საქმე ევროკავშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ მოთხოვნით, რომ ეს არის დაქირავებული ხელისუფლების მიერ მართული მოსამართლე საკმარისია უკვე რაც ჩვენ ვნახეთ, რომ მას აეკრძალოს ევროპაში და ამერიკაში შესვლა. ეს არის ის შემთხვევა, რომელიც სამომავლოდ დაიცავს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოსამართლეთა თავგასულობას. ინიცირება ალბათ უკეთესია თუ მოხდება სხვადასხვა დონის დეპუტატების მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკური პარტიები, თბილისის ათარის ადგილობრივი თვითმმართველობის,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

​გოცირიძე ასევე განმარტავს, რომ სასურველია ურთმელიძითვის აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში შეშვების აკრძალვაზე მოთხოვნის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ მოხდეს.  

დღის ამბები