მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა - იქ ლიტერატურა ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანებისთვის მოიძებნება.
შემოწირულობებითა და მიხეილ სააკაშვილის პირადი ბიბლიოთეკის წყალობით 2 წლის განმავლობაში 10 ათასამდე წიგნი შეგროვდა. იქ ასობით მკითხველმა განათლება უახლესი სახელმძღვანელოებით მიიღო.
ბიბლიოთეკის თაროებზე უცხოელი პოლიტიკოსების მიერ ნაჩუქარი არაერთი წიგნი დევს. წიგნებს ნივთებიც დაემატა და სამკითხველო სივრცე დასათვალიერებლად საინტერესოც გახდა. შესაბამისად, ბიბლიოთეკას ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ.
იქვე ნახავთ მიხეილ სააკაშვილისთვის პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მიერ ნაჩუქარ ხმალს და ნიკოლა სარკოზის მიერ გადაცემულ ორდენს.
ჯერჯერობით ყველაზე მრავალფეროვანი მიხეილ სააკაშვილის კუთხეა.
ავტორი: თაკო მესხი