მედიაექსპერტები რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის მიმდინარეობად აფასებენ და ღიად აცხადებენ, რომ ხელისუფლება თავისუფალი მედიის ჩახშობით არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
„ის ხმები, რომელზეც როგორც პოლიტიკოსები, ასევე არაპოლიტიკოსები საუბრობენ, რომ თითქოს არჩევნებამდე რუსთავი 2-ს არ ემუქრება არავითარი საფრთხე მაქვს ეჭვი, რომ ეს სპეციალურად გაშვებული ჭორია, რომელზეც შეიძლება ჩვენ ყველა წამოვეგოთ და არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს ამის უფლება. ისევ დავდგებით ქუჩაში, დავიცავთ სიტყვით, კალმით, ფიზიკურად დავიცავთ იმიტომ, რომ მთელი ქვეყნისათვის მოსახლეობისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ არსებობდეს რუსთავი 2, იმიტომ რომ ძალიან მალე არის არჩევნები და თუკი გვინდა, რომ ეს არჩევნები იყოს ლეგიტიმური უნდა არსებობდეს 1 ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ტელევიზია მაინც,“-აცხადებს ნინია კაკაბაძე.
მედიაექსპერტი ნინო დანელია კი განმარტავს, რომ ხელისუფლება ვაბანკზე მიდის, რადგან მას დემოკრატიულ გარემოში არჩევნების მოგების შანსი არ აქვს.
„სოწრედ თავისუფალი მედიის ხელში ჩაგდების მცდელობა არის ვაბანკზე წასვლის დადასტურება. ისინი ცდილობენ ამის გაკეთებას იმიტომ, რომ ფიქრობენ, რომ მათ თავისუფალ, თანასწორ და დემოკრატიულ გარემოში უბრალოდ არ აქვთ დემოკრატიულ გარემოში მოგების შანსი და სწორედ შეიძლება ეს იყოს ძალიან სამწუხარო პრელუდია იმისა, რომ მათ დაიწყონ არანორმალური გაყალბებები არჩევნების დროს, იმიტომ რომ თუ ხელისუფლება ასეთ ქმედებაზე წავიდა რა დაუშლის ხელს არჩევნებზე დაიწყოს გაყალბება,“-აცხადებს ნინო დანელია.