თანამედროვე კომიქსების ენით მოყოლილი ვეფხისტყაოსანი - ავტორმა პაპუნა დავითაიამ პოემის ეკრანიზაციისთვის სცენარი 2013 წელს დაწერა.
მაშინ მულტიპლიკაციის შექმნის იდეა ვერ განახორციელა, წლებემის შდეგ ლოს ანჯელესში გრაფიკული რომანის ტექნოლოგია შეისწავლა და შოთა რუსთაველის გმირები 3 წლის შემდეგ კომიქსებით გააცოცხლა.
გრაფიკულ რომანში პოემის სიუჟეტი ახლო და შორი ხედებით კინო კადრირების მეთოდით ლაგდება.
ავტორები მთავარ გმირს არაბული გარეგნობით ხატავს, ისევე როგორც ეს რომანშია. პროექტი საერთაშორისოა და მიზანი სხვადასხვა ეროვნების მკითხველის დაინტერესებაა.
2017 წლის გაზაფხულზე, ვეფხისტყაოსნის კიდევ ერთი გრაფიკული ვერსია გამოიცემა. ავტორი დათო მაჭავარიანია, რომელიც რომანზე მუშაობას ინდოეთში აგრძელებს.
იუნესკომ, 2016 წელი ვეფხისტყაოსნის წლად გამოაცხადა. ქართველების საკულტო პოემა 850 წლის ხდება.
ავტორები: თაკო მესხი, ლევან აბულაძე.