20 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
სოფელი გუნდაეთი, სადაც ბავშვები სკოლა-კონტეინერებში​ სწავლობენ

ჭიათურის რაიონის სოფელ გუნდაეთში, ბავშვები ჯიხურებში სწავლობენ.

როგორც პედაგოგები და სოფლის მაცხოვრებლები განმარტავენ,  სკოლა-კონტეინერები 1991 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ მიწისძვრის დროს დანგრეული სკოლის შენობის ნაცვლად ჩადგა. კონტეინერები თანდათან დაძველდა და მოსახლეობა სკოლის აშენებას ითხოვდა, თუმცა დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს, მათ შენობის ნაცვლად ასეთივე, უფრო ახალი კონტეინერი ჩამოუტანეს. ჯიხურებში არ არის, დენი, ღობე და წესიერი ტუალეტი.

გუნდაეთის სკოლა-კონტეინერი თავისი პერსონალით მეზობელი სოფლის, მერევის საჯარო სკოლას ექვემდებარება.

გუნდაეთელ უფროსკლასელებს მიკროავტობუსი ემსახურება, რომლითაც ისინი მეზობელი სოფლის, მერევის სკოლაში დადიან. 

გუნდაეთელებს იმისიც ეშინიათ, ეს ჯიხურები საერთოდ არ გააუქმონ და უმცროსკლასელებიც მერევის სკოლას არ მიუერთონ და პედაგოგებმა სამუშაო ადგილები დაკარგონ.

ავტორი: ლაშა კვესელაძე.

დღის ამბები