20 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ვუთხრათ უარი პოლიციურ რეჟიმს - თბილისში სტუდენტების აქცია გაიმართება

ვუთხრათ უარი პოლიციურ რეჟიმს - ამ სახელწოდებით დღეს თბილისში სტუდენტთა მსვლელობა გაიმართება. აქციის ორგანიზატორი აუდიტორია 115-ის წევრები არიან.

სტუდენტები მსვლელობას უნივერსიტეტიდან დაიწყებენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურამდე მივლენ, სადაც ახალგაზრდები მათზე და მათი ოჯახის წევრებს ზეწოლის ფაქტებს და ე.წ. ოდეერების არსებობას გააპროტესტებენ.

როგორც ამბობენ, ზეწოლა უნივერსიტეტში სწორედ ე.წ. ოდეერების შესახებ გაკეთებული საჯარო განცხადებების შემდეგ დაიწყო.

სტუდენტების თქმით, მათი აქტიურობის გამო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ემუქრებიან. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ დაინტერესდეს ამ ფაქტებით. სტუდენტების განცხადებებთან დაკავშირებით გასულ კვირას მესამე სექტორმაც გაავრცელა განცხადება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს მიმართეს და მოუწოდეს პირადად დაინტერესდნენ ამ ფაქტებით და დაიწყონ სამსახურეობრივი მოკვლევა. 

დღის ამბები