ჰუმანური ნარკოპოლიტიკა - ამ მოთხოვნით მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრებმა საყოველთაო შეკრება გამართეს. ისინი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციას და ჯარიმების შემსუბუქებას მოითხოვენ.
მოძრაობის წევრებს ასევე მიაჩნიათ, რომ უნდა შეწყდეს ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულთა დისკრედიტაცია. მათი აზრით, უნდა დაინერგოს ასეთი ადამიანების მკურნალობა-რეაბილიტაციის მომსახურება.
მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.