ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს და მოუწოდებს გადაიხედოს უვადო პატიმრობაში მყოფი თეიმურაზ შარაშენიძის საქმე. ადვოკატის თქმით, შარაშენიძე უდანაშაულოა, თუმცა უკვე 7 წელია იხდის სასჯელს მკვლელობისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია.
ნიკოლაიშვილის განმარტებით, 2003 წელს ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობა გოშაძემ და ყუფარაძემ აღიარეს, თუმცა მათ მაგივრად შარაშენიძეა დაპატიმრებული.
მისი თქმით გოშაძე და ყუფარაძე ასევე ფიგურირებენ ორი წლის წინ დედა-შვილის მკვლელობის საქმეშიც, რომლის დეტალებიც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც კოჯორში სამართალდამცველებმა მოკლული 27 წლის ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.