20 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
ნათია ქარჩილაძე - კიდევ ერთი სტუდენტი რომელიც ზეწოლაზე საუბრობს

ნათია ქარჩილაძე - კიდევ ერთი სტუდენტია, რომელიც აცხადებს, რომ მის მიმართაც განხორციელდა ზეწოლა. ამ შემთხვევაში სტუდენტის მამას დაუკავშირდნენ და გააფრთხილეს, რომ თუ მათი შვილი არ შეწყვეტდა საზოგადოებრივ აქტიურობას, ის დაკარგავდა სამსახურს.

სახალხო დამცველის წარმომადგენლი პირველ განცხადებას აკეთებს სტუდენტების ოჯახებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ვიზიტზე.

ომბუდსმენის ოფისში მოითხოვენ დეტალურ განმარტებას თემაზე, თუ რა მუხლით და რაზე დაყრდნობით დაიწყო უწყებამ სტუდენტების ოჯახებში ინფორმაციის შეგროვება.

აუდიტორია 115-ის სტუდენტები კი დღეს საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან. ექვს საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაიწყება საპროტესტო აქცია - არა პოლიციურ რეჟიმს, საიდანაც ახალგაზრდები გამართავენ მსვლელობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობამდე. სტუდენტები ამით კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ უსაფრთხოების სამსახურის ქმედებებს. 

დღის ამბები