20 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალი ფასიანი უნდა იყოს

ინფრასტრუქტურის მინისტრის აზრით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგსიტრალის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება. ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ავტობანი ფასიანი უნდა იყოს.

„ჩუმათელეთიდან ხარაგაულზე და ზესტაფონში იქნება ალტერნატიული გზა და დიდი ალბათობით, ამას მაშინდელი ხელისუფლება გადაწყვეტს, 3 წელიწადნახევრის მერე, რა პირობებით  და იქნება თუ არა ფასიანი. მე თუ მეკითხებით, როგორც მოქმედ მინისტრს, გეტყვით, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს ფასიანი. ეს ავტობანი თავიდან ბოლომდე უნდა ყოფილიყო ფასიანი და ეს ნუ აშინებს ქართველებს. აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი ვართ და ამ ავტობანით უნდა ისარგებლოს დიდ ნაწილში არაქართველებმა. დიდ ნაწილში დატვირთვისა იქნებიან ჩვენი აღმოსავლელი თუ დასავლელი მეზობლები“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

დღის ამბები