20 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
"მესმის მათი პროტესტიც" - განათლების მინისტრი აუდიტორია 115-ის დაგეგმილ აქციას ეხმაურება

მსვლელობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობამდე. აუდიტორია 115-ის სტუდენტები კი დღეს საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან. 6 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაიწყება საპროტესტო აქცია - არა პოლიციურ რეჟიმს, საიდანაც ახალგაზრდები სუს-ის შენობისკენ გაემართებიან.

სტუდენტები ამით კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ უსაფრთხოების სამსახურის ქმედებებს.

ამ საკითხ დღეს განათლების მინისტრი გამოეხმაურა. თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ ეს საკითხი უმაღლეს სასწავლებლებში ნაწილობრივ მოგვარებულია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ამ თემის ირგვლივ მუშაობა ისევ გრძელდება

"თემა, რომელსაც ისინი დღის წესრიგში აყენებენ და აპროტესტებენ, გარკვეულ დონეზე მოგვარებული და დალაგებულია საკანონმდებლო ცვლილებებით. ისევ და ისევ საუბარია წინა პერიოდებიდან გადმონაშთზე საუბარი, რომელიც დღეს ყველას გვაქვს სურვილი, რომ აღარ უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით საგანმანათლებლო დაწესებულების დონეზე. ამიტომ, მესმის მათი პროტესტიც. სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ დღეს ეს აღარ მეორდებოდეს, თუმცა საჭიროა ლიკვიდირება იმ ნარჩენების, რომელიც ამ სისტემაში გადმოგვყვა," - აღნიშნა თამარ სანიკიძემ. 

 

დღის ამბები