20 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
"ვგმობთ ნებისმიერ ზეწოლას სტუდენტებზე" - თსუ-ს აკადემიური საბჭო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რამდენიმე წუთის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა. 

"აკადემიური საბჭო გმობს ნებისმიერ ზეწოლას სტუდენტებზე. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სიტყვის და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება,"- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ აუდიტორია 115-ის წევრებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს განცხადება სადაც ნათქვამია, რომ მათზე და მათი ოჯახის წევრებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წევრები, ზეწოლას ახორციელებენ. 

ამ წუთებში კი სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსიდან მსვლელობას მართავენ სუს-ის შენობამდე სადაც ისინი აქციას, ლოზუნგით არა პოლიციურ რეჟიმს, გამართავენ. აუდიტორია 115-ის წევრები მოითხოვენ უნივერსიტეტებში გაუქმდეს ე.წ. ოდეერის სამსახურიც. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები