სტუდენტების მორიგი პროტესტი-სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან აუდიტორია 115 წევრებზე განხორციელებული ზეწოლა ახალგაზრდებმა აქციითა და მსვლელობით გააპროტესტეს.
ირაკლი კუპრაძე ერთ–ერთია რომლის მშობლების სახლშიც რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ. ასეთი კიდევ სხვა სამი სტუდენტის შემთხვევაშიც დაფიქსირდა.
კუპრაძის საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო. მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს კომენტარი არ გაკეთებულა.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.