აუდიტორია 115-ის შემდეგ დღეს თბილისში აქციას გამართავენ სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები.
აქცია ფილარმონიასთან დაიწყება და სახელმწიფო კანცელარიასთან დამთავრდება.
თვითმმართველობის წევრთა განცხადებით, აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა განათლების სისტემის ცვლილებაში სტუდენტების ჩართულობის აუცილებლობა იქნება.
ახალგაზრდების მტკიცებით, ამჟამად არსებულ კანონმდებლობაში ბევრი ხარვეზია, რაც უნდა გამოსწორდეს.