ზეწოლა სტუდენტებზე - აუდიტორია 115-ის წევრები საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრა დღეს გაიმართება, სადაც სტუდენტები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მათზე და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
შეხვედრაზე სტუდენტები უნივერსიტეტში არსებული ვითარების შესახებაც ისაუბრებენ, ყურადღება გამახვილდება უნივერსიტეტიდან ე.წ. ოდეერის სამსახურის გასვლის აუცილებლობაზეც.
შეხვედრა სტუდენტებთან საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინიციატივით იმართება. აუდიტორია 115-ის წევრების თქმით, ისინი მზად არიან უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ, სხვა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ აუდიტორია 115-ის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, მათზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.