20 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის მტკიცებით, რუსთავის მერიის 8 მაღალჩინოსანი დაესხა თავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ცემეს გვიან ღამით რუსთავში. მამუკა აბულაძის თქმით, მას საკუთარ ბართან ქალაქის მერიის 8 მაღალჩინოსანი დაესხა თავს და მომხდარს პოლიტიკური მიზეზებით ხსნის.

თავდამსხმელებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.  თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და მათ ბარში შესვლაც სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება ბარის თანამშრომლებმა არ მისცეს.

მომხდარზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ რუსთავის მერიაში. მუნიციპალიტეტში განმარტეს, რომ ინფორმაციას დღის განმავლობაში გადაამოწმებენ.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება ცემის მუხლით. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

დღის ამბები