თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი აქციისთვის ემზადება.
ისინი კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ უმაღლეს სასწავლებლებში ე.წ. ოდეერების მუშაობას და მოითხოვენ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები განხორციელდეს. აქცია ერთ საათში დაიწყება.