ერთი პირის დაკავებით დასრულდა აქცია ორთაჭალის ავტოსადგურზე - აქციის მონაწილეები მძღოლებმა გზა გადაკეტეს და კომპანია მეტრო პლიუს ავტობუსს სადგურიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
ადგილზე იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია. მათი ჩარევის შემდეგ მოხდა გზის გახსნა. სწორედ ამ დროს პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის გამო დააკავა აქციის მონაწილე ერთი პირი.
შსს-ს ინფორმაციით აქციის მონაწილე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ავტობუსებისა და მიკროავტობუსის მძღოლები კომპანია მეტრო პლიუსის შიდა სატრანსპორტო ბაზრიდან გასვლას მოითხოვენ.