20 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
215-ე ბაგა-ბაღის ყოფილი თანამშრომელი თემურ თორდინავას უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებს

215-ე ბაგა-ბაღის ყოფილი თანამშრომელი ვიოლეტა მგალობლიშვილი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს თემურ თორდინავას უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებს.

ვილოეტა მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ ბაღის ახალმა დირექტორმა პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა, ვინაიდან წინა ხელისუფლების პერიოდში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

ვიოლეტა მგალობლიშვილის განცხადებით, ბაღში მისული ახალი დირექტორი თამარ ხიზანიშვილი, კონკრეტულ მითითებას თემურ თორდინავასაგან იღებს.

მგალობლიშვილმა დღეს პრესკონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია სკოლამდელი ჩვენი მომავლის წევრებთან ერთად გამართა.

პრესკონფერენციაზე ფარული აუდიოჩანაწერიც გაასაჯაროეს.

დღის ამბები