რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესების პოლიტიკურობაში ეჭვი არ ეპარება საპარლამენტო ოპოზიციას.
ნაციონალური მოძრაობის წევრი მიხელ მაჭავარიანი აცხადებს, რომ პროცესები უკან სწორედ ხელისუფლება, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დგას.
„ამ გაუარესებული რეიტინგების ფონზე, ივანიშვილმა იცის, ის მიდის რუსთავი 2-თან ერთად არჩევნებზე და აგებს არჩევნებს და მიტომ მისი მთავარი ამოცანა იქნება გააჩეროს, გააჩუმოს რუსთავი 2. არც რუსთავი 2-ის კოლექტივი, არც ხალხი და არც ჩვენი პარტნიორები, არ მისცემენ საშუალებას ივანიშვილს რუსთავი 2-ს თითი დააკაროს,“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
ამავე საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ზურაბ აბაშიძემ, რომელმაც აღნიშნა რომ სასამართლოს მხრიდან რაიმე არასწორი მოქმედება პირველ რიგში დააზიანებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას.