20 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
არასამთავრობოები გამოძიებას სტუდენტებზე ზეწოლის ფაქტებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ

115-ე აუდიტორიის წევრები საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელს შეხვდნენ. მათ დეტალურად მიაწოდეს სტუდენტებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია. სტუდენტების განცხადებით, უკვე 10-ზე მეტი ფაქტი არსებობს, როდესაც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მათი ოჯახის წევრებს ურეკავენ და სთხოვენ, ახალგაზრდებმა შეწყვიტონ აქტივობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხსაც არ გამორიცხავს.

"ჩვენ ვთხოვთ ყველა შესაბამის ორგანოს, დაიწყონ გამოძიება და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია ამ გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით," - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა. 

დღის ამბები