თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სტუდენტთა გაერთიანება ფილარმონიიდან დაიძრა და სახელმწიფო კანცელარიისკენ მიემართება.
დამოუკიდებელ სტუდენტთა ალიანსის ერთადერთი მოთხოვნაა, განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში ხელისუფლებამ სტუდენტების მონაწილეობის გარეშე, რეფორმირება არ დაიწყოს. სწორედ ამის გამო, მოუწოდებენ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს, რომ მათ მოთხოვნებს შემოუერთდნენ.
აქცია სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ და ისინიც მოუწოდებენ ყველა სტუდენტს, რომ მათ მოთხოვნებს შეუერთდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე გაემართნენ სახელმწიფო კანცელარიისკენ და როგორც ცნობილია, აქციას შეუერთდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის და სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი