215-ე ბაგა-ბაღის ყოფილი თანამშრომელი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
ვიოლეტა მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ ბაღის ახალმა დირექტორმა პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. მისი თქმით, თამარ ხიზანიშვილი მითითებას თემურ თორდინავასაგან იღებს.
პრესკონფერენციაზე ფარული აუდიოჩანაწერიც გაასაჯაროვეს.
ბაღის ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს დღეს დედაქალაქის მერის მოადგილე გამოეხმაურა. ირაკლი ლექვინაძე საბავშვო ბაღებში ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესს გამორიცხავს.