20 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
მერიასთან ბოტანიკური ბაღის ნაწილის ივანიშვილისთვის გადაცემას აპროტესტებენ

ამ წუთებში ბლოკირებულია თბილისის მერიის შესასვლელები. ნაციონალურმა მოძრაობამ მუნიციპალიტეტის პიკეტირება დაიწყო. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზირებული.  

ოპოზიცია საპროტესტო აქციების გაგრძელებას მანამდე გეგმავს, ვიდრე მერია არ გააუქმებს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს გადაეცა. პარკის 4 ჰექტარი ფართობი ყოფილი პრემიერის საკუთრებაა.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ალტერნატიული გზა, რომელიც კრწანისიდან შინდისს უნდა დაკავშირდებოდა და სადაც 500 ძირი ხე უკვე გაიჩეხა, ასევე ივანიშვილის სოლოლაკის სამფლობელოს ნაწილი გახდა. ტერიტორიის გადაცემის შემდეგ კი საკრებულომ ამ მიწის ფართობს რეკრიაციული ზონის სტატუსიც სასწრაფოდ შეუცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ყოფილ პრემიერს უფლება აქვს, ბოტანიკური ბაღის უკვე ყოფილ ტერიტორიაზე ნებისმიერი მშენებლობა წამოიწყოს.

დღის ამბები