20 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
6 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირებაში მონაწილეობას ითხოვენ

სტუდენტებმა დღეს საპროტესტო მსვლელობა და  მთავრობის კანცელარიასთან მორიგი აქცია გამართეს, სადაც საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირებაში მონაწილეობა მოითხოვეს.

საპროტესტო მსვლელობაში დღეს 6 უმაღლესი სასწავლებლის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის სახელზე საგანგებო პეტიცია დატოვეს.

ახლადშექმნილი დამოუკიდებელ სტუდენტთა მოძრაობის წევრები საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირებაში მონაწილეობას ითხოვენ. მათი განცხადებით, უმაღლესი განათლების კანონში ცვლილება სრულყოფილი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი სტუდენტთა ჯგუფები კონსულტაციებში ჩაერთვებიან.

მიიღებენ თუ არა სტუდენტური ჯგუფები დაგეგმილ საგანმანათლებლო რეფორმაში მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია. პროტესტის მონაწილე სტუდენტები ოფიციალური უწყებების პასუხს ელოდებიან.

 

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები