კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი, კახეთში სოციალურად დაუცველების პრობლემებზე საუბრობს.
მისი თქმით, ეკატერინე პეტრიაშვილის შემთხვევა, რომელიც სოციალურ დახმარებას ითხოვდა, მას ამის გამო სოციალური მუშაკი ეჩხუბა და ნერვიულობის გამო გარდაიცვალა, ერთადერთი არ არის და მსგავსი პრობლემები სხვა სოციალურად დაუცველებსაც აწუხებთ.
“ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს ასე ექცევიან და ეს არ არის რიგითი სპეციალისტის პრობლემა დღეს და მანამდეც, რაც ჩვენ ამ ფაქტის შესახებ გავავრცელეთ ინფორმაცია, არა ერთ ადამიანს ვესაუბრე, რომელიც გამგეობაში განცხადებით არის შესული. თვითონ გამგებელიც და მისი მოადგილეებიც გამოირჩევიან ზუსტად ასეთი უხეში ტონით, როგორი ჩანაწერიც ვნახეთ ჩვენ მანანა ჯანჯიბუხაშვილის მხრიდან," - ამბობს გელა მთივლიშვილი.