20 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
მახარაძეების ოჯახს სოციალური დახმარება ერთი ძროხის გამო მოუხსნეს

ქობულეთის რაიონის სოფელ ხალაში მცხოვრებ მახარაძეების ოჯახს სოციალური დახმარება ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში მოუხსნეს. ამის შემდეგ მოხუცი ცოლ-ქმარი ყოველ თვე რაიონის გამგეობაში დახმარების აღდგენის თხოვნით მიდიოდა. მათ ეუბნებოდნენ, რომ მათთვის 60-ლარიანი შემწეობის მოხსნა უსამართლობა იყო და ჰპირდებოდნენ, რომ დახმარება აღუდგებოდათ, თუმცა მოლოდინში უკვე სამი წელი და 6 თვე გავიდა.

ცოტა ხნის წინ ოჯახმა საბოლოოდ გაარკვია, რომ დახმარება ერთი ძროხის გამო მოუხსნეს.

სამართლის ძიებაში მიმართეს ყველას, მათ შორის მეზობელ დეპუტატს, ქობულეთის მაჟორიტარს პარლამენტში, ფატი ხალვაშს. თუმცა, მათ ყურადღება არავინ მიაქცია.

არჩევანი გაჭირვებული ადამიანების  კონკრეტულ ისტორიებზე. 

დღის ამბები