20 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
შიმშილობისთვის განწირულები - მესტიაშვილების ოჯახს სოციალური დახმარება დიდი სახლის გამო მოუხსნენს

კახეთში, სოფელ გურჯაანში მესტიაშვილების ოჯახს სოციალური დახმარება მხოლოდ იმიტომ მოუხსნეს, რომ დიდი სახლი აქვთ. სახლი სოფელში მათ წინაპრებისგან მემკვიდრეობით ერგოთ და ახლა აინტერესებთ, რა უნდა ქნან იმისთვის, რომ სახელმწიფო დახმარება ისევ მიიღონ.

ოჯახში ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ამ არასრულწლოვანს სახელწიფო თვეში 160-ლარიან პენსიას უხდის, აქედან 100 ლარი წამლებისთვის არის საჭირო. ახლა მესტიაშვილებს აინტერესებთ, როგორ უნდა იკმაროს დანარჩენი 60 ლარი 4-სულიანმა ოჯახმა მთელი თვის განმავლობაში საკვებსა და კომუნალურ გადასახადებზე.

ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ მათთვის გამოტანილი განაჩენით, დღეში ერთმა ადამიანმა არსებობა 50 თეთრად უნდა შეძლოს.

არჩევანი გაჭირვებული ადამიანების  კონკრეტულ ისტორიებზე. 

დღის ამბები