თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, ვერ აკონკრეტებს ბოტანიკური ბაღის საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით არსებობს თუ არა კულტურის სამინისტროს ნებართვა.
გადაცემა არჩევანში ლექვინაძე ადასტურებს, რომ ბოტანიკურ ბაღს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრების შეცვლაზე სამინისტროს ნებართვა აუცილებელია. თუმცა, ვერაფერს ამბობს, არსებობს თუ არა ამის ნებართვა.
„როგორც ვიცი, ქონების მართვის სამსახური იყო ჩართული და კანონიერების ფარგლებში მიმდინარეობს პროცესი,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
გადაცემაში ირაკლი ლექვინაძემ დააზუსტა, რომ ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობაა, მაგრამ იმ ტერიტორიებს, რომლის გაცვლაც მოხდა, ეს სტატუსი არა აქვს.