20 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ბოტანიკური ბაღის საზღვრები - მერიასთან აქცია დილიდან განახლდება

დღეს დილიდან თბილისის მერიასთან ისევ განახლდება აქცია და ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებას გააპროტესტებენ. მოქალაქეები მერიასთან გუშინ გვიანობამდე იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილებს მუნიციპალიტეტის შენობის ყველა შესასვლელი ჰქონდათ პიკეტირებული, ისინი მოუწოდებდნენ თბილისის მერს დაეტოვებინა თანამდებობა და არ შეესრულებინა უკანონო მითითებები.

ნაციონალური მოძრაობა აქციების გაგრძელებას მანამდე გეგმავს, ვიდრე მერია იმ გადაწყვეტილებას არ გააუქმებს, რომლის მიხედვითაც თბილისის ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 4 ჰექტარი ბიძინა ივანიშვილს გადაეცა. 

საკრებულომ ტერიტორიის გადაცემის შემდეგ მიწის ამ ფართობს რეკრეაციული ზონის სტატუსიც შეუცვალა. ოპოზიციის ინფორმაციითვე მალე ყოფილი პრემიერის საკუთრება გახდება, ასევე ის ტერიტორია, რომელიც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობისთვის იყო განკუთვნილი. 

დღის ამბები