ბოტანიკური ბაღის საკითხზე შესაძლოა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელონ, თუმცა დღის წესრიგით ეს გათვალისწინებული არ არის.
სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურული იქნება.
როგორც კურიერთან დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძე განაცხადა, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებით კანონი არ დარღვეულა.
„ბოტანიკურ ბაღში არანაირი სასტუმროს და მძიმე ინფრასტრუქტურის განხორციელება და მსგავსი პროექტების ინიცირება დაგეგმილი არ არის. კონკრეტულად 4 ჰექტარ ტერიტორიასთან დაკავშირებით, მოხდა ჩანაცვლება და 2 ტერიტორია გაიცვალა ერთმანეთში. ბოტანიკურის მიზნებიდან გამომდინარე, ახალი ტერიტორია მისთვის ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე ეს იყო მანამდე,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.