20 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
ბოტანიკური ბაღი - საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა თბილისის მერიასთან

ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებებზე საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა თბილისის მერიასთან. იქ იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები.

აქციის მონაწილეები ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარის ბიძინა ივანიშვილსთვის გადაცემას აპროტესტებენ.

შეკრებილები მერიის ცენტრალურ შესასვლელთან დგანან. ადგილზე საკმაოდ დიდი რაოდენობის სამართალდამცველია მობილიზებული.

დაახლოებით ერთ საათში მერიაში მთავრობის სხდომა უნდა გაიმართოს, თუმცა უცნობია, განიხილავენ თუ არა მთავორბის წევრები საკითხს ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში. 

სხდომა ჟურნალისტებისთვის დახრული იქნება.

ასევე, როგორც ცნობილია, დღის მეორე ნახევარში უნდა გაიმართოს საკრებულოს სხდომა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გააკეთებენ განცხადებებს მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი უკვე ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა.

ავტორი: ეკო მაღრაძე

დღის ამბები