აქცია დედაქალაქის მერიასთან - სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური მუნიციპალიტეტის შენობასთან დაიწყო მას შემდეგ, რაც შენობასთან გამოჩნდა დედაქალაქის მერის ერთერთი მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის ავტომობილი.
აქცია დედაქალაქის მერიასთან სწორედ ამას მოყვა სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის.
როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი იმყოფება დედაქალაქის მერიის იმ შესასვლელთან, რომლითაც სარგებლობენ მერიის მაღალჩინოსნები.
შეგახსენებთ, უკვე ერთი საათია თბილისის ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებებზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მერიასთან. იქ იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები.
ავტორი: ეკო მაღრაძე