სიტყვიერი დაპირისპირება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელბსა და თბილისის მთავრობის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში შევიდნენ და დედაქალაქის მერს კითხვები დაუსვეს.
მერმა განაცხადა, რომ სხდომაზე ბოტანიკური ბაღის საკითხს არ განიხილავდნენ.
როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მთავრობის მაღალჩინოსნებმა მიაყენეს.
მანამდე კი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს.
ისინი სხდომაზე კონკრეტული კითხვებით მივიდნენ, რომელიც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისების თაობაზე მერის გადაწყვეტილებას უკავშირდება.