20 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
"არ არის გამორიცხული, აღდგომების შემდეგ გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს სააპელაციო სასამართლომ,“ - ზაალ უდუმაშვილი

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს, რომელიც სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

მიმდინარე პროცესებზე კომენტარი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

"გამომდინარე იქიდან, რომ თავად ერთერთი ყოფილი მოსამართლე ამ კოლეგიის, პირდაპირ წერდა რომ ეს არის რთული კატეგორიის საქმე და მას მინიმუმ 5 თვე სჭირდებოდა განსახილველად, ძნელი წარმოსადგენია როგორ უნდა დაასრულოს სასამართლომ სამ სხდომაში ამ საქმის განხილვა, რისკენაც რეალურად მიდის ეს საქმე, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ერთი მოსმენა იყო გასულ კვირაში, ახლა ჩაინიშნა შემდგე, და არ არის გამორიცხული, უკვე აღდგომების შემდეგ გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს სააპელაციო სასამართლომ", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები