20 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
"კითხვის ნიშანიც კი არ არის, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი,“ - მანანა ნაჭყებია

რუსთავი 2-ის საქმის არსებით განხილვას ესწრებიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები.

საქართველოს განვითარების ფონდის სამართლის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის დავით ჯანდიერის თქმით, საქმის დაჩქარებული ტემპით განხილვა ცუდ პროგნოზებს იძლევა.

„ჩვენ მოვედით აქ, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა რუსთავი 2-ის მიმართ. ის დაჩქარებული ტემპი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, იძლევა საკმაოდ ცუდი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას. ყველა უნდა ვიდგეთ იმისათვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის შანსი არ არსებობდეს,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

მანანა ნაჭყებია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.

„მე ვესწრებოდი რუსთავი2-ის სასამართლო პროცესებს, და ჩემთვის კითხვის ნიშანიც კი არ არის, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი,“ - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

დღის ამბები