20 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
"მხარეთა უფლებები არ შეზღუდულა" - მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს ესწრება სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამიამ გააპროტესტა წინა სხდომაზე მისი მონაწილეოის გარეშე პროცესის ჩატარება.

„სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობა ვერ ათვითცნობიერებს რა საქმეს განიხილავს. ეს საქმე ეხება ქვეყანაში დემოკრატიის საკითხს. სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს ეს კონტექსტი“, - მიმართა გვარამიამ სასამართლოს.

მან განაცხადა, რომ უცნაურია ის ტემპი, რაც სასამართლოს აქვს აღებული.

პროცესზე ნიკა გვარამიას სიტყვის შემდეგ, მოსამართლემ საპასუხო განმარტებები გააკეთა და შეეცადა აღნიშნა, რომ მხარეთა უფლებები არ შეზღუდულა.

„საჩივრის განხილვის ეტაპზე სასამართლომ მოგცათ შესაძლებლობა, გაითვალისწინა შესაძლო ინტერესი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის და თქვენი ახსნა განმარტება იქნა მოსმენილი, ამიტომ ვფიქრობ, რომ მხარეთა უფლებები არ შეზღუდულა. შემდგომ სასამართლომ საქმის განხილვის დღედ განსაზღვრა 21 აპრილი, ეს დღე ჩვენ შევარჩიეთ თქვენი მხარეების თანხმობით,“ - განაცხადა მოსამართლე ნატალია ნაზღაიძემ.

დღის ამბები