დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს დედაქალაქის მერიასთან. პარალელურად მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც პრესისთვის დახურულია.
მოგვიანებით სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ნაციონალური მოძრაობის წევრ საკრებულოს დეპუტატებს მიეცათ, მაგრამ როგორც თავად დეპუტატები აცხადებენ, დედაქალაქის მერმა მათ მიერ დასმული შეკითხვები უპასუხოდ დატოვა.
„ავედით ქალაქ თბილისის მთავრობის სხდომაზე, რათა პირადად მოგვესმინა მერისგან პასუხი. მას პასუხები არ ჰქონდა, შესაბამისად, მათ გადაწყვიტეს, რომ აგრესია გამოეხატათ დეპუტატების მიმართ და გადავიდნენ სიტყვიერ შელაპარაკებაზე. რასაც მოჰყავ დაპირისპირება დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს შორის,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებას ირაკლი აბესაძეც აპროტესტებს.
„თბილისის მერს არ სურს, გასცეს შეკითხვებს პასუხი, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც ჩანს აუქციონი ჩატარდება. სამწუხაროდ ივანიშვილი მიისაკუთრებს, იმ ტერიტორიას, სადაც გაიჩეხა ბუნება. ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას პასუხი გასცეს ძალიან მძიმე ბრალდებებზე, ის სირაქლემას პოზა, რომელიც აირჩია ნარმანიამ და მისმა მთავრობის წევრებმა. როგორც ჩანს, მათ მოუწევთ მრავალრიცხოვანი აქციების ატანა,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ნაციონალური მოძრაობის წევრები და რიგითი მოქალაქეები ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ავტორი: ეკო მაღრაძე