სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოსთან პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რუსთავი 2-ის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.
ადგილზე იმყოფებიან საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენლებიც. მათი შეფასებით, ეს არის კლასიკური მაგალითი თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება ჩაახშოს კრიტიკული აზრი არჩევნების წინ, იმისთვის, რომ მიიღოს ელექტოლარული სარგებელი.
„სასამართლო ხელისუფლება და არა მარტო, დაინტერესებულ პირს წარმოადგენს ამ საქმეში და აქედან გამომდინარე, მისი ობიექტურობის იმედი დიდად არ უნდა გვქონდეს. იმედი მაქვს საქართველოს მოსახლეობის, რომელიც გააცნობიერებს, რომ თავისუფალი მედია დღეს მისი თავისუფლების და ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტია, მითუმეტეს, 2016 წლის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნების წინ,“ - განაცხადა შიდა პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელიმა, ხათუნა ლაგაზიძემ.