აქცია მერიასთან ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის 4 ჰექტარის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია, რომელიც აქციაზე იმყოფება, თუკი ტერიტორია გადაეცემა ბიძინა ივნიშვილს, ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებაზე საუბრობს.
„თუ კი აუქციონი წესით გადაცემენ ივანიშვილს, როგორც ფეოდალს იმ 29 ჰექტარს, რა თქმა უნდა ეს იქნება წითელი ხაზი, და რა თქმა უნდა ძალიან ფართომასშტაბიანი საპროტესტო, სამოქალაქო აქციები გაიმართება. მე კიდევ მცირე იმედს ვიტოვებ, რომ ეყოფათ საღი გონება და შეაჩერებენ აუქციონს და ამით თავიდან აიცილებენ იმ ტალღას, რომელიც ზვირთდება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.