20 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
მოსამართლემ ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზი დროებით დაატოვებინა

ნიკა გვარამიას მოსამართლემ დარბაზი დროებით დაატოვებინა.

ეს გადაწყვეტილება კოლეგიის თავმჯდომარემ ქიბარ ხალვაში ადვოკატის პაატა სალიას და გვარამიას შორის მომხდარი კამათის შემდეგ მიიღო. კამათის საფუძველი რუსთავი 2-ის შუამდგომლობა გახდა.

მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თქმით, ნიკა გვარამია სხდომაზე შესვენების შემდეგ დაიშვება.

ამის შემდეგ სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. პროცესი 14:30 საათზე განახლდება. 

დღის ამბები