20 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
"ამ ბრძოლასაც გადავიტანთ და რუსთავი 2 იქნება ისეთი როგორსაც შეჩვეულია მაყურებელი" - ზაალ უდუმაშვილი

რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს აფასებენ ტელეკომპანიის ჟურნალისტები. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ არჩევნების წინ არ ჰყავდეს ისეთი მედია საშუალება რომელიც მას გაკრიტიკებს.

“მედია ლანდშაფტის გასუფთავება, ხელისუფლებამ გასული  წლის ზაფხულში დაიწყო და დღემდე გრძელდება, ბოლო დარტყმა იყო რუსთავი 2-ზე შეტევა. ერთი სერია გადავიტანეთ ახლა მეორე სერია გვაქვს გადასატანი და ბუნებრივია ხელისუფლება ცდილობს, რომ არჩევნების წინ არ ჰყავდეს ისეთი მედია საშუალება საქართველოში რომელიც მას გაკრიტიკებს, თუმცა მე ვფიქრობ ამ ბრძოლასაც გადავიტანთ და რუსთავი 2 ისეთივე იქნება როგორსაც შეჩვეულია ქართველი მაყურებელი“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ნანუკა შოუს წამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, მნიშვნელოვანია, აიცილებს თუ არა ქალბატონი „ურთმელიძე“ თავს სასამართლო პროცესისგან.

"ცუდი არჩევანია იყოს დამოუკიდებელი მედია საშუალება რომელიც ობიექტურად გააშუქებს მიმდინარე მოვლენებს და უარესი არჩევანია არ იყოს და თუ ამ უარესი გზით წავლენ ვფიქრობ არჩევნები საერთოდ არ ჩატარდება იმიტომ, რომ დამოუკიდებელი მედიის არსებობა  არის მთავარი, ამაზე საუბრობს მთელი ცივილიზებული სამყარო. ახლა არის მნიშვნელოვანი აიცილებს თუ არა ქალბატონი ურთმელიძე თავის თავს ამ სასამართლოდან. თუ არ აიცილებს, წინასწარ უნდა ვივარაუდოთ როგორი განაჩენი დადგება“ - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

ვანოს შოუს წამყვანის ვანო ჯავახიშვილის თქმით, ივანიშვილს სურს რუსთავი 2-ის მიერთებაც.

"ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ გამოვიზამთრეთ უკვე და ახლა გაზაფხულზე ისევ დავდივართ სასამართლოზე. ჩვენც გვიჩნდება ეჭვი რომ ეს ხდება წინა საარჩევნოდ. ბოტანიკური ბაღი ხომ მიიერთა და ახლა უნდა რუსთავი 2 მიიერთოს“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

ასევე განსხვავებული აქცენტების წამყვანის ეკა კვესიტაძე განცხადებით, მოხდება თუ არა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილება ამ პროცესიდან, ეს იქნება ინდიკატორი იმის თუ  როგორ წარიმართება სასამართლო.

ჟურნალისტი თეა ადეიშვილი ფიქრობს, რომ არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ სასამართლოს გუჯაბიძესთან ერთად არ ექნება ობიექტური განხილვის საშუალება.   

  

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი        

დღის ამბები