20 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
პაატა სალია მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ, იმ საპროცესო განაწესებზე ისაუბრა, რომელიც ეხება რუსთავი 2-ის მიერ შუამდგომლობის დაყენებას მოსამართლე ნათია გუჯაბიძის  აცილების შესახებ.  

„აცილების შესახებ განცხადება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ წერილობით განაცხადონ აცილება, განცხადება აცილების ესახებ მოტივირებული უნდა იქნეს და გაკეთდეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს. აცილების თაობაზე, შემდგომი განცხადება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აცილების საფუძველი, იმ პირისათვის, რომელიც აცილებას მოითხოვს, ცნობილი გახდა და ან წარმოიშვა მთავარი სხდომის დაწყების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში გაცხადება აცილების შესახებ დასაშვებია მხარეთა პაექრობა,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

დღის ამბები