„ზოგი ადამიანი, რომელიც გლანძღავს, განქიქებს და მასხრად გიგდებს, ეს კარგია, ჩვენს რეიტინგებს ეს ძალიან წევს. ამიტომ, რუსთავი 2 უნდა გყავდეს, ერთი ქვეყანაში რომ არ იყოს, უნდა გამოიგონო,“ - ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე პროცესებს.
ოთარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ პოლიტიკოსისგან კომენტარის გაკეთება არ არის სწორი. დეპუტატი სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის დაცდის რჩევას იძლევა.
„ასეთი მედია საშუალება, მიხეილ სააკაშვილის, მაშინებლის, უნდა იყოს, არაფერს აშავებს. ჩვენ გვყავდა დავით აღმაშენებელი, ბიძინა არის მაშენებელი, მიშა იყო მაშინებელი,“- აღნიშნა ომარ ნიშნიანიძემ.
რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება ფრაქცია რესპუბლიკელების წევრიც. ლევან ბერძენიშვილი უმრავლესობის დანარჩენი წევრების მსგავსად ირწმუნება, რომ სახელმწიფო ამ პროცესებში არ ერევა. მისი შეფასებით, რუსთავი 2 ყოველთვის იყო და არის ისეთი, როგორიც მას სურს.
„სახელმწიფო რომ ჩარეულიყო ათჯერ უფრო სწრაფად განვითარდებოდა მოვლენები, გარწმუნებთ. არავის ინტერესში არ არის ახლა ვითარების დაძაბვა,“ - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.