20 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
"ხელისუფლებას გაცილებით უფრო მეტი ბერკეტი აქვს მოსამართლეზე ზეწოლის, ვიდრე - რუსთავი 2-ს" - თამარ კინწურაშვილი

რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარის თამარ კინწურაშვილის თქმით, ხელისუფლებას გაცილებით უფრო მეტი ბერკეტი აქვს მოსამართლეზე ზეწოლის , ვიდრე რუსთავი 2-ს.

"როდესაც მოსამართლეთა ერთობა, რომლის ნაწილი არის ერთ-ერთი კონკრეტული მოსამართლე, არ რეაგირებს იუსტიციის მინისტრის განცხადებებზე, რომელიც მოუწოდებს სასამართლოს სწრაფი წესით მიიღოს გადაწყვეტილება რუსთავი 2 თან დაკავშირებით და რეაგირებს ერთ-ერთი მხარის შეფასებებზე და აფასებს ამას გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დარღვევად, ეს ბუნებრივია საეჭვოა იმიტომ, რომ ხელისუფლებას გაცილებით უფრო მეტი ბერკეტი აქვს მოსამართლეზე ზეწოლის, ვიდრე რუსთავი 2-ს“, - აღნიშნა კინწურაშვილმა.

საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, სარედაქციო დამოუკიდებლობის ჩარევის მცდელობას პირდაპირი ზეგავლენა ექნება საქართველოს და ევროკავშირს შორის მიმდინარე პროცესებზე.

"ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს მკაფიოდ გამოხატული აზრი ამ საკითხზე, რომ ნებისმიერი მცდელობა შეიცვალოს ამ ტელეარხის მფლობელები, ეს არის ჩარევა მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ჩარევაში, მსგავს მცდელობას პირდაპირი ზეგავლენა ექნება საქართველოს და ევროკავშირს შორის მიმდინარე პროცესებზე", - განაცხადა სამადაშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიას დამფუძნებელის ნიკა რურუას თქმით, ეს არ არის კერძო დავა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ზოგადდება და ზოგადად წყვეტს სიტყვის თავისუფლების არსებობას საქართველოში.

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

დღის ამბები