სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე პროცესებს გამოხმაურება მოყვა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან. ოპოზიციაში საუბრობენ ხელისუფლების მიერ მართულ პროცესზე და ამ პროცესის საბოლოო მიზანზე - რუსთავი 2-ის მფლობელების და შესაბამისად მისი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე.
ნაციონალური მოძრაობის განმარტებით, ამ პროცესის საწინააღმდეგოდ ხელისუფლებას საზოგადოების და ოპოზიციური ფლანგის სერიოზული წინააღმდეგობა ელოდება.
„მთავარი საკითხია საზოგადოების გაერთიანება, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ მოხდეს კვლავ საქართველოში,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციის კიდევ ერთი წევრის შეფასებით ბევრი რამ არის დამოკიდებული.
„ან ისინი აირჩევენ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზას, უკეთეს მომავალს ან იგივე მომავალს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში აქვთ ჟურნალისტებს, თავისუფალ მედიას და ზოგადად, თავისუფალ ადამიანებს,“ - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს ეკა ხერხეულძეს ასევე ეჭვი არ ეპარება ამ პროცესის მიმართ ხელისუფლების დაინტერესებაში.
„ცხადია, ეს არის ერთი ადამიანის, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ივანიშვილის ვნებების დაცხრობის საშუალება და ბუნებრივია, მას ეძლევა ასპარეზი,“ - აღნიშნავს ხერხეულიძე.