ხელისუფლებისგან მართულ და დაკვეთილ პროცესზე საუბრობენ თავისუფალი დემოკრატები. მათ ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ეს პროცესი მთლიანად დაკავშირებულია ხელისუფლების ნებასთან.
მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ამ საკითხზე საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს, რათა არ მოხდეს რუსთავი 2-ის დამოუკიდებელი პოლიტიკის შეცვლა.
თავისუფალი დემოკრატები ასევე აცხადებენ, რომ ხელისუფლება მექანიზმად იყენებს სასამართლო ხელისუფლებას.
„ეს პროცესები, ეჭვქვეშ დააყენებს მოსალოდნელი არჩევნების სამართლიანობას, რადგან იქ, სადაც ხელისუფლებას უზურპირებული ყავს სასამართლო, მედია, არ შეიძლება ვისაუბროთ სამართლიან არჩევნებზე,“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.