სამარშუტო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები აღდგომის შემდეგ მასშტაბური აქციების ჩატარებას გეგმავენ. ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარის განცხადებით, კომპანია მეტრო პლიუსი ბაზრის მონოპოლიზებას ცდილობს, რის გამოც მძღოლები წამგებიან მდგომარეობაში არიან.
ლავრენტი ალანიას თქმით, კომპანია შიდა საქალაქთაშორისო რეისებს წესების დარღვევით ახორციელებს. მძღოლები ხელისუფლებას საქმის შესწავლასა და პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.