20 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
თენგიზ ფხალაძე და კახა კოჟორიძე "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის" დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციას და კოალიციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის შეხვდნენ.

შეხვედრისას საუბარი შეეხო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას და წარმოებული გამოძიების მნიშვნელობას ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

კახა კოჟორიძის განცხადებით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო გამოხატავს სრულ მზადყოფნას ითანამშრომლოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან.

დღის ამბები