საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო. პრეზიდენტის მრჩეველი სოფო შამანიდი, კავშირ საფარის წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლში სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს პრობლემებზე, რომელსაც ადრეული ქორწინება წარმოშობს და საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა მიიღო.
“პროექტის მიზანია მივაწოდოთ ინფორმაცია ახალგაზრდებს თუ რა ზიანის მომტანია ადრეული ქორწინება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ გავაგებინოთ მათ, რომ 16 წლამდე ადამიანთან თანაცხოვრება, ცოლად მოყვანა, გათხოვება ისჯება სისხლის სამართლის კანონით,“ - განაცხადა სოფო შამანიდმა.